ზაზა ლურსმანაშვილი - კონსილიუმი თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე შეთანხმდა

თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმის წევრებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა, კონსილიუმი საქართველოს საზღვრებს გარეთ შესაბამისი კლინიკის მოძიებასა და ამ კლინიკაში თემირლან მაჩალიკაშვილის გადაყვანაზე შეთანხმდა. მისი თქმით, შესაბამის კლინიკას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს.

”სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. რისკების შეფასებით, შევთანხმდით, რომ მოიძებნოს შესაბამისი კლინიკა, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ რეჟიმში იზრუნებს. შემდეგ გავუგზავნით ამ კლინიკას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა”, - განაცხადა ლურსმანაშვილმა. მისივე თქმით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია მაჩალიკაშვილის ოჯახიც.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისში, სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო