თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ეპიზოდს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შეისწავლის

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ეპიზოდს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შეისწავლის. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, დამოუკიდებელი ექსპერტი დაადგენს, იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა მაჩალიკაშვილის მიმართ სროლა.

მისივე თქმით, დამატებით დეტალებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რის შესწავლასაც დამოუკიდებელი ექსპერტი განახორციელებს, ამ დროისთვის არ აპირებს, რათა მათზე ზემოქმედება არ მოხდეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტი სამუშაოებს მომდევნო დღეების განმავლობაში დაიწყებს, მანამდე კი სხვადასხვა დეტალებს დაამუშავებს. კუბლაშვილსა და დამოუკიდებელ ექსპერტს შორის დღეს ხელშეკრულებაც გაფორმდა.

იხილეთ ვიდეო: თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ეპიზოდს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შეისწავლის

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში