ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, გენერალმა მოჰამად ალი ჯაფარიმ განაცხადა, რომ ირანის ქალაქებში არეულობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სააგენტო Fars-ი ავრცელებს.
„ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხეები ან უსაფრთხოების საფრთხეები არ იმუშავებს. დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არეულობა დასრულდა და აჯანყება ჩახშობილია“, - აღნიშნა ჯაფარიმ.
თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.