ამერიკის ექსპრეზიდენტის ფოტოგრაფმა ბირთვული ჩემოდნის ფოტოები გამოაქვეყნა

ამერიკის ექსპრეზიდენტის ბარაქ ობამას ოფიციალურმა ფოტოგრაფმა პით სოუზამ „ინსტაგრამში“ ამერიკის პრეზიდენტის ბირთვული ჩემოდნის ფოტოები გამოაქვეყნა.

აღნიშნული ფოტოები მან მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან პოლემიკისას განაცხადა, რომ მისი „ბირთვული ღილაკი“ უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე მისი ოპონენტის.

ერთ-ერთ საარქივო ფოტოზე ჩანს, თეთრი სახლის თანამშრომელი, რომელსაც ბორტ ნომერ ერთზე ააქვს ამერიკის სტრატეგიული თავდაცვის სისტემის მობილური მართვის ჩანთა. მეორე ფოტოზე „წითელი ღილაკი“ ჩანს, რომელიც ოვალურ კაბინეტში ამერიკის პრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზეა დამონტაჟებული. პრეზიდენტის გერბის პანელზე არის წარწერა Hard things are hard (რთული გადაწყვეტილებები რთულად მისაღებია). „საბედნიეროდ, აქ წითელი ღილაკი ომის დასაწყებად არ არის - ის თანაშემწის დასაძახებლად გამოიყენება“, - განმარტავს სოუზა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა