გლდანისა და სამგორის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, გლდანისა და სამგორის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ერისთავი-ჯორჯაძის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მცხოვრებლებს.

დღესვე, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 VI, VIII, IX მიკრორაიონების, კახეთის გზატკეცილის, სამშენებლო დასახლების, შუამთის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო