საფრანგეთის პრეზიდენტი - ირანზე ზეწოლის გაძლიერება საჭიროა, მაგრამ მოლაპარაკებები არ უნდა შეწყდეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ირანზე ზრწოლა უნდა გააძლიეროს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„საჭიროა ირანზე ზეწოლის გაძლიერება, მაგრამ მოლაპარაკებები არ უნდა შეწყდეს. ამჟამად ადგილი აქვს მცდელობას კვლავ წარმოიქმნას ირანთან მიმართებაში „ბოროტების ღერძი“. აბსოლუტურად გასაგებია იმ განცხადებების არსი, რომელსაც ამ საკითხთან მიმართებაში აშშ, ისრაელი და საუდის არაბეთი აკეთებენ. ამგვარმა კურსმა შეიძლება ირანთან ომამდე მიგვიყვანოს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საჭიროა ისეთი სტრატეგიის გამომუშავება, რომელიც გაითვალისწინებს თუ როგორ იქნება შესაძლებელი ირანის ქმედებების შეზღუდვა.

„თუ ჩვენ შევწყვეტთ ირანთან მოლაპარაკებებს, გაჩნდება იმის რისკი, რომ კონფლიქტის გზით წავალთ“, - დასძინა ემანუელ მაკრონმა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა