ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრე - მსურს, რომ ირანელებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი ბედი

არ დაუშვათ ირანელი ხალხისთვის იმედის გაცრუება, არ მოიქცეთ ისე, როგორც ადრინდელი ადმინისტრაციები იქცეოდნენ. დღეს ეს ადამიანები სიცოცხლეს რისკავენ და მათ სურთ, რომ ამჯერად მაინც მათი ხმა ყურადღების გარეშე არ დარჩეს, - ამის შესახებ ”როიტერსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ირანის უკანასკნელი შაჰის ბოლო მემკვიდრემ, რეზა ფაჰლევიმ განაცხადა, როდესაც ანტისამთავრობო დემონსტრაციებს გამოეხმაურა.

ამასთან, ფაჰლევიმ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ირანელების აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვაზე, გააკრიტიკა და მას სასაცილო უწოდა.

„მსურს, რომ ირანელებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი ბედი თავისუფალ ნებაზე დაყრდნობით“, - განაცხადა ფაჰლევიმ და დონალდ ტრამპი ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეების მხარდაჭერისთვის შეაქო. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია ირანელებს ჰქონდეთ წვდომა თავისუფალ მედიასა და სოციალურ ქსელებზე, რომელსაც იყენებდნენ ანტისამთავრობო ვიდეოებისა და გზავნილების გასაზიარებლად.

„ჩვენ უბრალო სიტყვებზე მეტი გვჭირდება. ჩვენ კონკრეტული მოქმედებები უნდა დავინახოთ. ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს. ჩვენი საუბრის პარალელურად მთავრობა ცდილობს აკრძალოს, იქნება ეს ”ინსტაგრამი” თუ ”ტელეგრამი”, - განაცხადა რეზა ფაჰლევიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა