დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ექსპერტიზაში უკვე ჩაერთო

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ექსპერტიზაში უკვე ჩაერთო. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გუშინ საღამოს მოაწერა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე თუ რა ღონისძიებებს გაატარებს, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

„გუშინ საღამოს ადვოკატთან მქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ და გავაფორმეთ ხელშეკრულება ექსპერტიზაში მონაწილეობაზე. შეიძლება ითქვას, უკვე დავიწყე მუშაობა, თავდაპირველად დოკუმენტებს გავეცნობი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, ადვოკატის მოთხოვნაა, რომ არ ვისაუბრო“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

რაც შეეხება იმას, ხომ არ განხორციელდა შემთხვევის ადგილზე გარკვეული ცვლილებები ან მისთვის ხელისშემშლელი ხომ არ იქნება საგამოძიებო უწყებების მიერ მაჩალიკაშვილის ოთახში გუშინ ჩატარებული მოქმედებები, მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ რამდენადაც მან იცის, შემთხვევის ადგილი დაცულია.

„არ ვიცი შემთხვევის ადგილი არის თუ არა შეცვლილი. როგორც ადვოკატისგან ვიცი, დაცულია შემთხვევის ადგილი, მაგრამ საგამოძიებო უწყებების მიერ დათვალიერების შემდეგ შეიცვალა თუ არა - უბრალოდ, არ ვიცი“, - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მაია ნიკოლეიშვილი ვერ პროგნოზირებს, რა დრო დასჭირდება მის ექსპერტულ დასკვნას. საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილების ოჯახმა მიიღო.

26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა