„კომერსანტი“ - სირიაში, რუსულ ავიაბაზაზე, ისლამისტებმა 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს

სირიაში მდებარე რუსულ ავიაბაზა „ჰმეიმიმზე“ რადიკალმა ისლამისტებმა სულ მცირე 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ ორ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. „კომერსანტის“ წყაროების ინფორმაციით, ნაღმტყორცნებით განხორციელებული შეტევის შედეგად ოთხი ბომბდამშენი „სუ-24“, ორი გამანადგურებელი „სუ-35ს“, სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-72“ და საბრძოლო მასალის საწყობი განადგურდა, დაშავდა სულ მცირე 10 სამხედრო მოსამსახურე.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა „ვედომოსტის“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა საკუთარმა წყარომაც დაუდასტურა.

"31 დეკემბრის ღამეს "ჰმეიმიმის" აეროდრომზე მობილური დივერსიული ჯგუფის შეტევა განხორციელდა. სროლის შედეგად დაიღუპა ორი სამხედრო მოსამსახურე. ინფორმაცია 7 თვითმფრინავის განადგურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს