ევროკავშირმა ისრაელის პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გააკრიტიკა, რომელიც ტერორისტების სიკვდილით დასჯას ეხება

ევროკავშირმა ისრაელის პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გააკრიტიკა, რომელიც სამხედრო სასამართლოებს ტერორისტებისთვის სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანას უადვილებს.

„სიკვდილით დასჯა შეუთავსებელია ადამიანურ ღირსებასთან. ის არაადამიანურ და შეურაცხმყოფელ მოპყრობას წარმოადგენს, არ გააჩნია დამტკიცებული შემაკავებელი ძალა და სასამართლოს შეცდომებს შეუქცევადს და საბედისწეროს ხდის“, - ნათქვამია ისრაელში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

აღნიშნულ კანონპროექტს ისრაელის პარლამენტში პირველი მოსმენით 52 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 49 კი წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, „ადამიანი, რომელიც ხოცვა-ჟლეტას აწყობს, ცხოვრება გისოსებს მიღმა კი არ უნდა გაატაროს, არამედ სიკვდილით უნდა დაისაჯოს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს