ლტოლვილთა სამინისტროსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებნ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, სამინისტროში სტაჟირებას გაივლიან.

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სწავლის შეღავათიანი საფასურით ისარგებლონ.

ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა