იაპონიის პრემიერი - ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთთან და ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობას გავაგრძელებთ

ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო ურთიერთობას რუსეთთან და ჩინეთთან, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ - მინისტრმა შინზო აბემ 2018 წელს გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ტოკიო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად შეეცდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ყველა რეზოლუცია ”უმკაცრესად იყოს დაცული”.

„ჩვენ ასევე გავაგრძელებთ აქტიურ დიპლომატიურ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იქნება ფხენიანის კურსის შეცვლისკენ“, - განაცხადა აბემ.

იაპონიის პრემიერ - მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის ფონზე საკუთარი ქვეყნის თავდაცვის პოტენციალსაც გააძლიერებს, თუმცა არ დაუზუსტებია, თუ როგორ წარიმართება აღნიშნული პროცესი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს