მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფოს მისი შვილის გადასაყვანად კლინიკები ავსტრიაში, ისრაელსა და გერმანიაში აქვს შერჩეული

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის სურვილია, რომ მისი შვილი ევროპულ კლინიკაში გადაიყვანონ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პაციენტის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში განუცხადა.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს ჰყავს შერჩეული სამი კლინიკა, ესენია ავსტრიის, ისრაელის და გერმანიის კლინიკები. მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, მისი ნათესავებიც მუშაობენ სხვა კლინიკების შერჩევაზე.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ის მადლიერია წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოსი, სადაც მისი შვილი ამ დროისთვის გადის მკურნალობას.

„ეს ამბავი როგორ ჩაივლის და რა იქნება, არ ვიცი, ჩემი შვილი გადარჩება თუ არა, ეს ღმერთმა იცის. მე ამ კლინიკაში ჩემს წვლილს შევიტან, ვგულისხმობ ქველმოქმედებას. მე იმდენად მადლიერი ვარ ამ კლინიკის, რაც შეუძლიათ გააკეთეს. რაც შეეხება გადაყვანას, თვითონ სახელმწიფოს ჰყავს შერჩეული სამი კლინიკა ისრაელში, ავსტრიასა და გერმანიაში და ჩემი სანათესაოც მუშაობს სხვა კლინიკებზე. ამის მერე მოხდება კლინიკის არჩევა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება ხარჯების ანაზღაურებას, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ”ალბათ სახელმწიფო ანაზღაურებს”.

მისი თქმით, ის სიმართლის დასადგენად სტრასბურგამდეც მივა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა