როგორი იქნება შობა გუდაურში

“ნინო ქათამაძე & ინსაითი”, “კახაბერი და ხანუმები”, თეატრალურის კვარტეტი შობის დღესასწაულს გუდაურში ღია ცის ქვეშ ქართველ და უცხოელ მსმენელთან ერთად შეხვდებიან. ახალ გუდაურში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დამსვენებლებისთვის გრანდიოზული უფასო კონცერტი გაიმართება.

ღონისძიების მასპინძელი კომპანიის ”რედ-კოს” მიზანია, გუდაურში დანერგოს მასშტაბური გასართობი აქტივობების სერია, რომელიც დამსვენებელს დღისით სრიალის შემდეგ საშუალებას მისცემს, რომ გართობის ალტერნატივა ღამითაც ჰქონდეს.

InterPressNews.Geდეველოპერული კომპანიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება თავად ”რედ-კოს” ტერიტორიაზე გაიმართება. საშობაო კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და შუაღამემდე გასტანს.

კომპანიის განმარტებით, წინასაშობაო ღონისძიება ერთგვარი პრეზენტაცია იქნება იმ 5 წლიანი შრომის შედეგებისა, რომელიც ”რედ-კომ” გასწია და ახალი გუდაური მულტიფუნქციურ სივრცედ აქცია. ამჟამად კომპლექსში საცხოვრებლად იდეალური პირობებია შექმნილი.

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური, რომელიც ზღვის დონიდან 2 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ზონაა საქართველოში, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო