ზაზა ლურსმანაშვილი - თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირებისას გარკვეული რისკები არსებობს

თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირებისას გარკვეული რისკები არსებობს, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძებს კლინიკას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და როგორც კი მოიძებნება რომელიმე დაწესებულება, რომელიც თანახმა იქნება პაციენტის მისაღებად, გადაიგზავნება საბოლოო დოკუმენტაცია.

„ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძებს კლინიკას და როგორც კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოიძებნება რომელიმე დაწესებულება, რომელიც თანახმა იქნება პაციენტის მისაღებად, ჩვენ დამატებით გავუგზავნით ბოლო დოკუმენტაციას და დაველოდებით პასუხს ამ სამედიცინო დაწესებულებიდან. ამის შემდეგ დადგება გადაყვანის საკითხი. კონსილიუმის წევრები, ფაქტობრივად, ერთსულოვნები ვართ“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, კლინიკამ, რომელშიც პაციენტის გადაყვანა უნდა მოხდეს, უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

„კლინიკამ უნდა შეისწავლოს პაციენტის მდგომარეობა, აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ტრანსპორტირების დროსაც და ამის შემდეგ გვაცნობებენ თუ იქნებიან მზად“, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული რისკები, რომელიც შესაძლოა გახდეს ტრანსპორტირებისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობს გაუარესების მიზეზი.

„არსებობს გარკვეული რისკები, რომელიც, შესაძლოა გახდეს ტრანსპორტირებისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. ამიტომ, კონსილიუმის წევრები კიდევ დეტალურად გაივლიან ამ რისკებს, ამის მიხედვით მოხდება შეფასება და გარკვეული პრევენციული ღონისძიებები განხორციელდება“, - განაცხადა ექიმმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა