ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით ავიადარტყმები განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით დღეს ავიადარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„ავიადარტყმები მიმართული იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისკენ. გამანადგურებლების მიერ გაშვებული რაკეტებიდან ზოგიერთი არ აფეთქებულა“, - აცხადებს სააგენტო. შეტევა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გუშინ გაშვებული რაკეტის საპასუხოდ განხორციელდა.

წყაროს თქმით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ოთხი ავიადარტყმა განახორციელეს. რაკეტები ღაზას სექტორის მიმართულებით ისროლეს.

ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ გამანადგურებლებმა შეტევა მიიტანეს ღაზას სექტორში არსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა