დიდი ბრენდები ”რედ-კოში” - სიახლეები, რომლებიც კურორტზე ჩასულ დამსვენებლებს ამ სეზონზე ელოდებათ

ახალი შენობები, გასართობი და დასასვენებელი ობიექტები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები - ყველაფერი, რაც სრულყოფილი დასვენებისთვისაა საჭირო წელს გუდაურში მისულ სტუმრებს ელოდებათ. კურორტის განვითარების ტემპი სწრაფია და სწაფად იზრდება ახალი ობიექტების რაოდენობაც. მნიშვნელოვანია, რომ მათი უმეტესობა მსოფლიო ბრენდებია. მათგან ყველაზე მეტად გამორჩეულია გუდაურში პირველი სამორინე CASINO GUDAURI და გლამურული მაღაზია ‘ბისფლენდიდ” - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ბრენდის BOGNER-ის ზამთრის სპორტული კოლექციით. სიახლეებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ახალ რესტორანს “მითლოუფსაც”. ასევე აღსანიშნავია პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - Radisson Blu Gudauri, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

InterPressNews.Geტანსაცმლის მაღაზია BESPLENDID

ცნობილი გერმანული ბრენდის BOGNER Sport-ის ყველაზე მოდური, დახვეწილი და ექსკლუზიური სათხილამურო სამოსი უკვე გუდაურშია. მას წარმოგიდგენთ გლამურული მაღაზია “ბისფლენდიდ”, რომელიც NEW GUDAURI SUITE-ში მდებარეობს.

InterPressNews.Geსამორინე GUDAURI CASINO

პირველი სამორინე გუდაურში - სათხილამურო კურორტზე სრიალის შემდეგ კიდევ ერთი გასართობი მათთვის, ვისაც დროის სასიამოვნოდ და განსხვავებულად გატარება სურს. დახვეწილი ინტერიერი, მაღალი კლასის სერვისი, მშვიდი ატმოსფერო და ამაღლებული განწყობა. აქ შეგიძლიათ გაერთოთ “ბლექ ჯეკით”, “ამერიკული რულეტით” და პოკერის სხვადასხვა სახეობის თამაშებით.

რესტორანი”მითლოუფ” (MEATLOAF)

InterPressNews.Geრესტორანი ”მითლოუფი” 31 დეკემბერს გაიხსნა რედკოს NEW GUDAURI SUITE-ის შენობაში გონდოლას მოედანზე. ის გამოირჩევა თანამედროვე დიზიანით და ევროპული კერძების მრავალფეროვნებით - ცხელი და ცივი სასუსნავები, სალათები და წვნიანები, ცხელი კერძები, დესერტები და სასმელები - ყველაფერი რაც გუდაურში თქვენს დასვენებას სასიამოვნო კულინარიულ თავგადასავლად აქცევს.

აღნიშნული სიახლეები შექმნა დეველოპერულმა კომპანია ”რედკომ”, რომელმაც გუდაურში მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო და უკვე ააშენა ახალ გუდაურში პატარა დასახლება, რომელიც შვეიცარიას საოცრად ჰგავს. ”კომპანიაში”აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები ახალ გუდაურში გაგრძელდება, რაც მოიზიდავს ტურისტების და გუდაურს 4 სეზონის კურორტად აქცევს.

InterPressNews.GeRadisson Blu Gudauri

Radisson Blu Gudauri- ს პროექტის ფარგლებში კომპანია 20 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. სასტუმროში განთავსდება 160 ნომერი, ასევე რამოდენიმე რესტორანი, სპა, ღია და დახურული საცურაო აუზი და ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც მაღალი კლასის სასტუმროს ფუნქციონირებისათვის არის აუცილებელი. Radisson Blu Gudauri-ს გახსნა 2019 წელსაა დაგეგმილი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა