გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლობამ მიღებაზე იმ ქვეყნებს უმასპინძლა, რომლებმაც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ანტიამერიკულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

გაერო-ში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენლობამ მიღება მოაწყო, სადაც იმ ქვეყნებს გადაუხადა მადლობა, რომლებმაც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ანტიამერიკულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. მიღებაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ გაერო-ში იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც აღმნიშნულ კენჭისყრას არ დაესწრნენ.

მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას ვიდემიმართვაში მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

„მინდა ყველა იმ ქვეყანას გადავუხადო მადლობა, ვინც აშშ-ს მხარი დაუჭირა იერუსალიმის სტატუსზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრისას. დარწმუნებული იყავით, რომ 21 დეკემბერს თქვენს მიერ გადადგმული ნაბიჯი ისტორიაში, როგორც მნიშვნელოვანი თარიღი შევა და თქვენი ქმედება დიდად დაფასებულია ჩვენს მიერ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში.

თავის მხრივ, აღნიშნულ მიღებას სოციალურ ქსელში გაერო-ში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი გამოეხმაურა.

„მეგობრებისთვის იოლია თქვენთან ყოფნა ლხინში, მაგრამ ის მეგობრები, რომლებიც თქვენს გვერდით გამოწვევების დროს არიან, არასოდეს იქნებიან დავიწყებულნი. მადლობა თქვენ“, - დაწერა ნიკი ჰეილიმ.

21 დეკემბერს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სხდომაზე 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც აშშ-ს მოუწოდებს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა 9 ქვეყანამ: გვატემალამ, ისრაელმა, მარშალის კუნძულებმა, პალაუმ, ტოგომ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ჰონდურასმა და აშშ-მ. 35 ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრისას.

საქართველოს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართული დელეგაცია არ იმყოფებოდა დარბაზში, როცა კენჭი ეყარა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გადაწყვეტილების საწინააღმდეგო რეზოლუციას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო