გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მსაჯის ადვოკატი - ფარულ ჩანაწერებში ბრალდებულები გარკვეულ პირებზე საუბრობენ, თუმცა ეს საუბრები ბუნდოვანია

კალათბურში გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მსაჯის, ზაზა მაჩალაძის ადვოკატის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებულები გარკვეულ პირებზე საუბრობენ, თუმცა ეს საუბრები ბუნდოვანია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჩალაძის ადვოკატმა შოთა მანელიძემ განუცხადა, ე.წ. გარიგებულ მატჩებში, ბრალდებულების გარდა სხვა ვინმე კონკრეტული პიროვნება არ ფიგურირებს.

„თეორიულ დონეზე ვიღაც-ვიღაცების სახელები გაჟღერებულია, მაგრამ ეს არის მხოლოდ ვიღაცის მიერ ვიღაცის ხსენების ფორმატი. საქმეში კონკრეტული პიროვნება, გარდა ბრალდებულებისა, არავინ ფიგურირებს. ეს საუბრები ძალიან ბუნდოვანია“, - განაცხადა მანელიძემ.

რაც შეეხება მაჩალაძის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამჟამად გაუმჯობესებულია.

„ფსიქოლოგიური მდგომარეობა ახლა შედარებით უკეთესია. იმედი აქვს, რომ რაღაც უკეთესობა იქნება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

არსებული ინფორმაციით, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს, რომელიც სავარაუდოდ, კალათბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, საქმის მასალების მიხედვით, მატჩების კონკრეტული შედეგით დასრულების სანაცვლოდ მიღებულ თანხას ბრალდებულები კიდევ ერთ ადამიანთან ინაწილებდნენ. კერძოდ, საუბარია კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, აღნიშნული პირის შესახებ ბრალდებულები ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში საუბრობენ, თუმცა ჩვენებებში მის ვინაობას არ ასახელებენ.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმი"-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს