ირანში ანტისამთავრობო მანიფესტაციების ორგანიზების ბრალდებით ევროპული ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ირანის ქალაქ ბორუჯერდში ანტისამთავრობო მანიფესტაციების ორგანიზების ბრალდებით ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ირანულ სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით „როიტერსი“ იუწყება.

ბორუჯერდის ოლქის იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძვანელის ჰამიდრეზა აბულჰასანის თქმით, ევროპული დაზვერვის დაკავებული თანამშრომელი აჯანყებულთა ლიდერი იყო. დაკავებული ევროპელის მოქალაქეობა არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების უკან უცხოეთში მყოფი „ირანის მტრები“ დგანან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა