პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიბლიის უნიკალური გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს

პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბიბლიის უნიკალური გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, ბიბლიის ამ უნიკალური გამოცემის პრეზენტაცია უწმინდესის იუბილესთან დაკავშირებით ყველაზე კარგი საჩუქარია. მისივე თქმით, ბიბლიის ამ ტექსტზე თავის დროზე სულხან-საბა ორბელიანი მუშაობდა, თუმცა მისი გამოცემა ვერ მოასწრო.

„დღეს ბიბლიის უნიკალური გამოცემის პრეზენტაციაა, რომელზეც, როგორც იცით, მუშაობას, თარგმანის რედაქტირებას სულხან-საბამ თავის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა, თუმცა გამოცემა ვერ მოასწრო. დღეს კი ჩვენ გვაქვს დახვეწილი და სრულყოფილი ტექსტი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მეცნიერს, ვინც წმინდა წიგნის ამ გამოცემაზე მუშაობდა და ვფიქრობ, რომ ეს მისი უწმინდესობისათვის იუბილესთან დაკავშირებით ყველაზე კარგი საჩუქარია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მის უწმინდესობას 85 წლის იუბილე მივულოცო, ვუსურვო მას დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე. მას ჩვენი ისტორიის ურთულეს პერიოდში მოუწია მოღვაწეობა და დღეს ჩვენი ეკლესია, რომ უდიდესი ნდობით სარგებლობს, სწორედ მისი დამსახურებაა. ამიტომ მას კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა