გია შარვაშიძე - სახარების ორტომეულის გამოცემა ქართველი მეცნიერების 60-წლიანი შრომის შედეგია

სახარების ორტომეულის გამოცემა ქართველი მეცნიერების 60-წლიანი შრომის შედეგია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ განუცხადა, რომელმაც უწმინდესს 85 წლის იუბილე მიულოცა და სახარების ამ გამოცემის პრეზენტაციის შესახებ ისაუბრა.

შარვაშიძის თქმით, პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ავთენტურ ტექსტთან ახლოს სახარების აკადემიური გამოცემა იბეჭდება.

”60-წლიანი შრომა ქართველი მეცნიერების დაგვირგვინდა იმით, რომ სახარების ორტომეული გამოდის, რომელიც არის აკადემიური ტექსტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ავთენტურთან ახლოს იბეჭდება სახარების აკადემიური გამოცემა, რაც მისალოცი ამბავია. მე მინდა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დიდი საქმის დაგვირგვინებაში, მივულოცო ეს აღსანიშნავი დღე, განსაკუთრებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომელიც ამ მოძრაობის სათავეში იდგა”, - განაცხადა გია შარვაშიძემ.

პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით სახარების ამ გამოცემის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელსაც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, მეცნიერები და სხვა პირები ესწრებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო