საფრანგეთსა და ესპანეთში ქარიშხალ „ელეონორას“ სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალ „ელეონორას“, რომელიც დასავლეთ ევროპაში მძვინვარებს, 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

საფრანგეთის ალპებში ხის წაქცევის შედეგად მოთხილამურე დაიღუპა, მთელი საფრანგეთის მასშტაბით კი 15 ადამიანია დაშავებული, 4 მათგანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

კიდევ ორი ადამიანი ესპანეთში, ბასკეთში ზღვამ წაიღო.

შტორმის გამო ასეულობით ათასი ადამიანი რამდენიმე ქვეყანაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაზიანებულია ასობით სატრანსპორტო საშუალება.

უამინდობის გამო გაუქმებულია ასეულობით ავიარეისი, შეფერხებით მუშაობს პორტები, გზების ნაწილი დატბორილი ან ჩახერგილია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს