ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში აშშ-ის წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა

ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გოლიამ ალი ჰოშროუმ გაერო-ში საჩივარი წარადგინა, სადაც აშშ ირანის ისლამური რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩარევაში და ძალადობისკენ მიმხრობაშია დადანაშაულებული.

„აშშ-ის მთავრობა აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ყველა იმ ნორმის დარღვევას, რომლითაც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები რეგულირდება. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თაოსნობით ბოლო დღეებში უსირცხვილოდ ერევა ირანის საშინაო საქმეებში, რაც აქციების მხარდაჭერაში გამოიხატა. ამ აქციებმა ძალადობა და ვანდალიზმი მოიტანა“, - ნათქვამია საჩივარში.

როგორც საჩივარშია აღნიშნული, პრეზიდენტი ტრამპი და მისი თანაშემწე ”ტვიტერის” მეშვეობით ირანელებს პროვოკაციული ქმედებებისკენ უბიძგებდნენ.

”ირანის მთავრობა ყველა ქვეყნისგან ელოდება ასეთი ნაბიჯის შეფასებას და მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, იმოქმედონ გაერო-ს დებულებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დადგენილ ნორმების შესაბამისად“, - აღნიშნავს გაერო-ში ირანის წარმომადგენელი საჩივარში.

ირანში აქციები 28 დეკემბერს დაიწყო, სადაც დემონსტრანტები ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. საპროტეატო გამოსვლების შედეგად 20-მდე ადამიანია დაღუპული, აქციების მოწყობის გამო კი 450-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა