ბათუმში ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში და რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამიძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო