კრწანისში, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა

კრწანისში, ყავლაშვილის ქუჩა #9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა დაათვალიერეს.

„თბილისის განვითარების ფონდმა დაასრულა საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოები მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში, რომლის ღირებულებამაც 600 000 ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ფარგლებში ხდება გვერდით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაც, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება და 14 ოჯახი იცხოვრებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

კრწანისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტს „ახალი ტიფლისის“ ერთ-ერთი მიმართულების - „ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა.

„ამ პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს შეემატება რეაბილიტირებული ქუჩა, რომელიც არის ტურისტული ნაკადებით დატვირთული. ეს არის მნიშვნელოვანი ძეგლი, გადმოცემით ვიცით, რომ ერეკლე მეფის დროს შენობას კანცელარიის დანიშნულება ჰქონდა. ძეგლების კვლევაში მე-12 ადგილზეა - შენობის კონტურიდან, მისი იერსახიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ძეგლია. ამიტომაც, მისი რთული ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე შენობა ჩართული იყო რეაბილიტაციის პროგრამაში“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით, დაიშალა ავარიული შენობა, რომლის ნაცვლადაც აშენდა ახალი საცხოვრებელი სახლი, დაზიანებული სახურავი კი ახალი თუნუქის სახურავით შეიცვალა. ასევე, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი. არსებული ხის დეკორატიულ ელემენტს რესტავრაცია ჩაუტარდა და ახალი ნაკეთობებით ჩანაცვლდა. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა კარ-ფანჯარა და ჩატარდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მალხაზ ლეკვეიშვილისა და ნინო გრიქუროვას პროექტის მიხედვით ჩატარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა