მეზობლები ორთაჭალაში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ

ორთაჭალაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მეზობლები აცხადებენ, რომ მას ღამით უცნობმა პირებმა მოაკითხეს და გარეთ გაიყვანეს, რის შემდეგაც გასროლის ხმა გაისმა.

მეზობლების ნაწილი აცხადებს, რომ ადგილზე გვიან ღამით ჩხუბიც მოხდა, თუმცა მეტი დეტალები არ იციან.

”წყნარი ბიჭია, კარგი ოჯახის შვილი, ძალიან გაკვირვებული ვართ, როგორ მოხდა ეს. ვიღაცამ დაუძახა, გაიყვანა სახლიდან და შემდეგ ეს ამბავი მოხდა. მიზეზი არაფერი ვიცით. ოპერაცია გაუკეთდა, ფილტვი აქვს დაზიანებული. ერთი გასროლა არ იყო, ავტომატის ხმასავით იყო”, - განაცხადა დაჭრილის მეზობელმა ქალბატონმა.

მეზობლების ნაწილის ინფორმაციით, ადგილზე კრიმინალისტები დღეს დილით მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებების გატარება დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბერძნის ქუჩაზე გვიან ღამით დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ნახეს, რომ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო