ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე (საგლოლოსთან) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოსული იყო დიდი მოცულობის ზვავი, რის გამოც, საავტომობილო გზაზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.