სერგო ვარდოსანიძე - პატრიარქის 41-ე საშობაო ეპისტოლე ჩვენი ერის ცხოვრებასა და უწმინდესობის მოღვაწეობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

საშობაო ეპისტოლეს უნდა ველოდოთ, რომელიც პატრიარქისთვის 41-ე იქნება და დარწმუნებული ვარ, საშობაო ეპისტოლე ჩვენი ერის ცხოვრებაში და მისი უწმინდესობის მოღვაწეობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე.

ვარდოსანიძის თქმით, უწმინდესი საპატრიარქოში გამართულ ბიბლიის ორი გამოცემის პრეზენტაციაზე თავს კარგად გრძნობდა და შეხვედრა მისი შემაჯამებელი სიტყვით დასრულდა.

„მე ექიმი არ ვარ და ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ვიზუალურად უწმინდესი შესანიშნავად იყო. ღონისძიება საათნახევარი გაგრძელდა და შემდგომ უწმინდესმა დასასრულს სიტყვა ბრძანა. პატრიარქმა დღევანდელი წარდგინება შეაჯამა“, - განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს, ვარდოსანიძის თქმით, უნდა ველოდოთ საშობაო ეპისტოლეს, რომელიც პატრიარქისთვის 41-ე იქნება.

„დარწმუნებული ვარ, საშობაო ეპისტოლე ჩვენი ერის ცხოვრებაში და მისი უწმინდესობის მოღვაწეობაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.

მისივე თქმით, დღეს საპატრიარქოში უწმინდესის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ორი ბიბლიის წარდგინება შედგა, კერძოდ, ე.წ. მცხეთური ხელნაწერის სახით გამოცემული ხუთტომეულის სრული ვარიანტი გამოიცა და ასევე ბიბლიის ორტომეული, რომელზეც აკაკი შანიძემ და ილია აბულაძემ მუშაობა ჯერ კიდევ 50-იან წლებში დაიწყეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა