ექიმი - შეხვედრა იყო თურქეთის კლინიკის მენეჯერთან, რომელმაც მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობაზე ინფორმაცია ითხოვა, 48 საათში რაღაც ინფორმაციას მოგვაწვდიან

თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერმა, პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კლინიკა ოჯახის წევრების მიერ არის შერჩეული და ამ კლინიკის წარმომადგენელი იმყოფებოდა საავადმყოფოში, რომელმაც ბოლო 3 დღის ინფორმაცია მოითხოვა.

”ცოტა ხნის წინ შეხვედრა იყო თურქეთის კლინიკის მენეჯერთან, რომელმაც გაგვაცნო თავისი კლინიკის პოზიცია. ითხოვა დამატებითი ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბოლო 3 დღის მონაცემები, რათა უფრო სერიოზულად შეისწავლონ საკითხი და უახლოეს 48 საათში რაღაც ინფორმაციას მოგვაწვდიან”, - განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა