კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა

კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ის ოჯახმა დაიქირავა და ადვოკატთან გაფორმდა ხელშეკრულება. იგი საავადმყოფოში სამედიცინო დოკუმენტაციის გასაცნობად მივიდა. მისი თქმით, ის ასევე აპირებს შემთხვევის ადგილზე ჩასვლას.

”უშუალოდ ოჯახთან, ანუ ადვოკატთან გაფორმდა ხელშეკრულება. პირველ რიგში, სამედიცინო დოკუმენტაციაა საინტერესო, თუ შევძელი დოკუმენტების გაცნობა, წესით არ უნდა იყოს პრობლემა, რადგან ექსპერტიზა დანიშნულია. რაც შეეხება პანკისის ხეობაში ჩასვლას და იმ ბინის ნახვას, სადაც მოხდა შემთხვევა, რა თქმა უნდ, ეს აუცილებელია”, -განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, თუ შემთხვევის ადგილზე რაიმეა შეცვლილი, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ გამოკვლევებზე უარი ითქვას.

”რაც არ უნდა ეს შეცვლილი იყოს, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ უარი ვთქვათ გამოკვლევაზე. აუცილებლად უნდა მოხდეს დათვალიერება. საგამოძიებო ორგანოები იქ დიდ ცვლილებებს არ შეიტანდნენ, რადგან ვიცი, რომ კრიმინალისტები მუშაობენ საკმაოდ ფრთხილად, ბახილებით. ისინი არ ცვლიან ძალიან მნიშვნელოვნად კვალს. ჩავალ და ვნახავ”, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მაჩალიკაშვილი სხეულის დაზიანების მიღების დროს. როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, მისი საავადმყოფოში მისვლის მიზანია სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა, როგორი იყო დაზიანებები და სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს