ნოდარ ხადური საქართველოს პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ 85 წლის იუბილეს. უფალმა ინებოს დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ჩვენი ერის საიმედოდ და სანუგეშოდ. თქვენი ქადაგება, დარიგება შეისმინოს თქვენმა მრევლმა, რომელიც ასე გამრავლდა და გაძლიერდა. თქვენმა ნათლულებმა, რომლებიც სამ ათეულ ათასს აჭარბებს, თქვენმა სულიერმა შვილებმა. უფალმა გვიძლიეროს და გვიდღეგრძელოს პატრიარქი“, - აცხადებს ნოდარ ხადური.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა