მექა ხანგოშვილი - ხეობაში მოსახლეობა ერთსულოვნად ემიჯნება ტერორიზმს, თუმცა ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი პანკისის ხეობაში იმყოფება და ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს.

როგორც მექა ხანგოშვილმა აღნიშნა, ხეობაში მოსახლეობა ერთსულოვნად ემიჯნება ტერორიზმს, თუმცა, ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.

”თავს რომ იმართლებენ კანონმდებლობით, ტერორისტის ლიკვიდაცია პირდაპირ შეუძლიათ და ამიტომ მოხდა გასროლა, ეს არის ზღაპარი. ამ შემთხვევაში თემირლანი იყო ეჭვმიტანილი და არა ტერორისტი. ვგმობთ იმ მეთოდებს, რაც მოხდა სპეცრაზმის მხრიდან. ბოდიშს ვიხდი ამ გამოთქმაზე, მაგრამ იმ ლაჩარმა როგორ ესროლა 19 წლის ახალგაზრდას და შუბლი გაუხვრიტა უდანაშაულოს. ვიდრე გამოძიება თავის ვერდიქტს არ დადებს, საჯარო მოხელეების მხრიდან ამ ახალგაზრდების დადანაშაულება არ არის სწორი და მიუღებელია უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე. ჩვენი ქისტი ახალგაზრდები არასოდეს წავლენ თავისი სამშობლოს წინააღმდეგ. მათ განსაკუთრებულად უყვართ თავისი სამშობლო. ჩვენ თუ თავს ვიკავებთ რაიმე განცხადებებისგან, ესეც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას ზიანი არ მივაყენოთ. ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს ამ სპეცოპერაციის შესახებ გამოძიების შემდეგ განვაცხადებთ, - განუცხადა "ინტერპრესნიუს" მექა ხანგოშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო