რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს, ირანის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს

მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს, ირანის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა რუსულ სააგენტო ТАСС-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვაფრთხილებთ ვაშინგტონს, რომ ირანის ისლამური სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. რაც იქ ხდება, მათი შიდა საქმეა. გვჯერა, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა შეძლებს სირთულეების გადალახვას. გვჯერა, რომ ის სანდო პარტნიორი იქნება სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, მათ შორის ბირთვული შეთანხმების განხორციელებაში“, - განაცხადა რიაბკოვმა.

მისი თქმით, აშშ განზრახ იყენებს სიტუაციას ირანში ბირთვული შეთანხმების გასაწყვეტად.

„ახლანდელი ვითარება, როცა ვაშინგტონი ცდილობს ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ახალი კითხვების წამოყენებას, მეტყველებს იმაზე, რომ სურთ საერთაშორისო საზოგადოებამ უარი თქვას ამ შეთანხმებაზე. ეს ამერიკელი კოლეგების ღირსებაზე კარგად არ აისახება“, - აცხადებს რიაბკოვი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს