ორთაჭალაში დაჭრილი მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ორთაჭალაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საავადმყოფოში განუცხადეს, მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

”გუშინ შემოიყვანეს პაციენტი ცეცხლნასროლი ჭრილობით, ჩაუტარდა ოპერაცია. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციაში. არის სტაბილური და კონტროლს ექვემდებარება”, - აცხადებენ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბერძნის ქუჩაზე გვიან ღამით დაახლოებით 7 გასროლის ხმა გაიგონეს, რის შემდეგაც ნახეს, რომ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოროტმოქმედის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო