სუს-ი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალას ასაჯაროებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალას ასაჯაროებს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ვიდეოკადრებით ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. კერძოდ, კადრების მიხედვით, ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

"ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და სხვა პირებთან. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ვიდეოკადრები, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში, ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებული ბინის დათვალიერებისას ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. ამ ეტაპზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო რეკვიზიტების შემოწმება", - განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, შოაიფ ბორზიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთ-ერთი მობილური ტელეფონის დათავლიერებისას ამოღებულია მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო.

იხილეთ ვიდეო: სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რომელსაც სუს-ი ავრცელებს - რა კავშირი აქვს პანკისში დაჭრილ მაჩალიკაშვილს ჩატაევის თანამზრახველებთან?

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა