მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას გაეცნო

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი მოინახულა. როგორც ექსპერტმა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მას, როგორც ექსპერტს, აინტერესებდა ხომ არ აღენიშნებოდა მაჩალიკაშვილს სხეულზე რაიმე სახის სხვა დაზიანება.

მისი თქმით, ასევე გაეცნო თემირლან მაჩალიკაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციას - ავადმყოფობის ისტორიას. ამასთან, ექსპერტის განმარტებით, ის ასევე გაეცნობა თელავის კლინიკის სამედიცინო ისტორიას, სადაც დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი თავდაპირველად მიიყვანეს სამკურნალოდ.

„ავადმყოფობის ისტორია, რომელიც ამ კლინიკაში არის, რა თქმა უნდა, დაწყებულია თელავის საავადმყოფოში. ისიც ამოსაღები იქნება. ფორმა 100 არის, მაგრამ ძირითადი დოკუმენტები იქ იქნება სანახავი, ცეცხლსასროლი დაზიანებაა თავის მიმართულებით და მისი მდგომარეობა დღეს არის უმძიმესი. როგორც ექსპერტს მე მაინტერესებდა მიმართულებები, ამიტომ სხეულის პირადი შემოწმება გავაკეთე, ხომ არ იყო სხეულზე რაიმე დაზიანება, მაგრამ არა, აბსოლუტურად არანაირი დაზიანება არ არის, მხოლოდ ერთი გამჭოლი დაზიანება აქვს. მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

რაც შეეხება პანკისში ჩასვლას და შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი როდის ჩავა პანკისში. მისივე განმარტებით, ის ვერ გაეცნობა იმ მასალებს, რომელიც ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ვინაიდან ნიკოლეიშვილის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს არ აქვს არც ბრალდებულის და არც დაზარალებულების სტატუსი. აქედან გამომდინარე, როგორც ექსპერტმა აღნიშნა, პროკურატურის საქმის მასალებს სამართლებრივად ვერ გაეცნობა.

„რა თქმა უნდა საჭირო იქნება შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ეს ადვოკატთან საუბრისას არის გადაწყვეტილი. მაგრამ როდის ჩავალ ვერ გეტყვით. მე ვარ ექსპერტი, რაც დამხვდება ის უნდა ვნახო. წინასწარ რა დამხვდება იქ, არ ვიცი“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა გასროლის აუცილებლობა, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის განმარტებით, ამ კითხვაზე პასუხისთვის დიდი გზა არის გასავლელი და ბევრი რამ არის შესაგროვებელი, თუმცა მისივე განმარტებით, ამ კითხვას, როგორც ექსპერტი პასუხს მაინც ვერ გასცემს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო