ნინო გიორგობიანი - ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც სასამართლოზე იქნება წარდგენილი

ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც სასამართლოზე იქნება წარდგენილი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. მან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩასა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ნინო გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სწორედ აქედან გამომდინარე, სუსი საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის. „ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც სასამართლოზე იქნება წარდგენილი“, - დასძინა გიორგობიანმა.

კითხვაზე, რა მტკიცებულებებზეა საუბარი და არის თუ არა ეს აუდიოჩანაწერები, ნინო გიორგობიანის განცხადებით, წინა ბრიფინგზეც ითქვა, რომ არსებობს აუდიოჩანაწერებიც, კერძოდ, საუბარია უშუალოდ ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან ამოღებულ ჩანაწერზე, „სადაც ჩანს, რომ ისინი გეგმავდნენ ტერიტორისტულ თავდასხმებს დიპლომატიურ მისებზე თურქეთსა და საქართველოში“.

იხილეთ ვიდეო: ”ნინო გიორგობიანი - ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულებები არსებობს”

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო