თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია - სუს-ის მიერ გავრცელებული კადრები არაფერს ამტკიცებს - დარწმუნებით ვამბობ, თემირლანს ჩატაევთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა

სუს-ის მიერ კადრების გავრცელებას თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია გამოეხმაურა. ელენე მაჩალიკაშვილი არ უარყოფს, რომ კადრებში მისი შვილიშვილი ჩანს, თუმცა ტერორიზმთან მის კავშირს გამორიცხავს.

"ჩემი შვილიშვილი თბილისში სწავლობდა და იქ ცხოვრობდა. იქნებ ქუჩაში დაელაპარაკნენ ერთმანეთს და იმათ დახმარება სთხოვეს. ასე ხდება, ჩეჩნებმა ერთმანეთის დახმარება ვიცით. ეს კადრები რას ამტკიცებს? არაფერსაც არ ამტკიცებს. დაგვისაბუთონ რის საფუძველზე ადანაშულებენ ჩატაევთან კავშირში.

დარწმუნებით ვამბობ, რომ თემირლანს ჩატაევთან არანაირი კავშირი არ აქვს”,- განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს