მალხაზ მაჩალიკაშვილი - ფული, რომელზეც გამოძიება აქცენტს აკეთებს, ჩემმა ქალიშვილმა ევროპიდან ჩამოიტანა

ფული, რომელზეც ისინი აქცენტს აკეთებენ, ჩემმა ქალიშვილმა ჩამოიტანა ევროპიდან. ცდილობენ ხალხი დააჯერონ, თითქოს ეს ფული თემირლანის ოჯახიდანაა ამოღებული. არა და ეს ფული ფაქტობრივად გერმანიიდანაა წამოღებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა სუსის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, რომლის მიხედვით, თემირლან მაჩალიკაშვილი ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან ერთად გადაადგილდება თბილისში. მამა აცხადებს, რომ მან არ იცის ვინ არის ბორზიევი და არც სოლტახმადოვი.

”თემირლანს არანაირი ანგარიში არ ჰქონია. მაგათ რა ამოიღეს და რა არა - არ ვიცი. ევროპაში მეც მყავს საძმო და 100 დოლარი თუ ვინმემ გამოგზავნა, ეს იქნება. სხვა არანაირი საბანკო ანგარიში არ ჰქონია. ასევე, ჩემმა უფროსმა გოგომ ჩამოიტანა ის ფული და ეს ყველამ იცის. ეს ფული ამოიღეს და უნდათ თქვან, ვითომ სადღაც თემირლანის სახელზე ფული იგზავნებოდა. არა და ეს აბსურდია. ბავშვი ამ დღეში ჩააგდეს და რაღაც ხომ უნდა გააკეთონ და შექმნან”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, იცნობდა თუ არა მაჩალიკაშვილი ბორზიევს და სოლტახმადოვს, მამა ამბობს, რომ ეს პირები ვინ არიან არ იცის. ”ჩემს შვილს თუ ვინმე შეხვდა და უთხრა ტელეფონზე დამირეკეო, ეგ არ ვიცი. ეგ ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს. ნებისმიერს შეუძლია ჩემთანაც მოვიდეს, მაგრამ არ ვიცი ვიზე საუბრობენ. მათ არც გვარებით ვიცნობ და არც სახელებით. ჩემი შვილი თბილისში სწავლობდა და აქ მე თვითონ შევიყვანე პროფესიულში. ადრე ოპერაციამდე ბავშვი საზოგადოებაში არ გამოდიოდა იმიტომ, რომ კომპლექსი ჰქონდა. რადგან რუსეთიდან წამოვედი, მინდოდა ჩემი შვილი საქართველოში გამეზარდა და აქ მიეღო განათლება და კულტურა”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის კავშირს ტერორიზმთან კატეგორიულად გამორიცხავს. ”ვიცი, რომ ჩემს შვილს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კაცურად, გულწრფელად, ჩემი ჩეჩნურით, ალაჰის წინაშე და საქართველოს წინაშე ვაცხადებ, რომ ჩემს შვილს აზრადაც არ მოსვლია ცუდის გაკეთება და რომც მოსვლოდა აზრად ეს, ჩემი ხელით დავახრჩობდი. ეს შეიგნოს ყველამ”, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა