სემეკმა გორში მოსახლეობისთვის მისული გაორმაგებული გადასახადის საკითხის შესწავლა დაიწყო

სემეკი გორში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საქორგგაზის“ გორის სერვის-ცენტრის შენობასთან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აცხადებს, რომ კომისიაში დაწყებულია საკითხის მოკვლევა.

ხვალ, 5 იანვარს, დაგეგმილია კომისიის წარმომადგენლებისა და ენერგოომბუდსმენის გორში ჩასვლა და არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა.

“კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაიცვას მომხმარებელთა უფლებები“, - აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.

გორში, „სოკარ ჯორჯია გაზის“ შვილობილი კომპანიის „გორი გაზის“ ხელმძღვანელის კაბინეტში დღეს მოქალაქეთა ნაწილი შეიჭრა. ადგილობრივები ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ. მოსახლეობის ინფორმაციით, დეკემბერში გაზზე „არარეალურად მაღალი“, თითქმის ორმაგი ოდენობის გადასახადი მიუვიდათ.

თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელი აქციის მონაწილეთა პროტესტს არ იზიარებს და მაღალი გადასახადების საფუძვლად რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, მათ შორის გაზის ტარიფის 0,46-დან 0.57-მდე გაზრდას და ტემპერატურის დაცემას.

„გორი გაზთან“ შეკრებილები გრიგოლაშვილის ყველა ამ არგუმენტს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გაორმაგებულ გადასახადს არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. აქციის მონაწილეებმა ენერგოომბუდსმენსაც მიმართეს. სალომე ვარდიაშვილთან შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხვალისთვის იგეგმება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს