ირაკლი სესიაშვილი - სუს-ის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებულ კითხვებზე და საზოგადოების ინტერესზე პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ გამოძიებამ, რომელიც უკვე დაწყებულია მთავარი პროკურატურის მიერ.

როგორც ირაკლი სესიაშვილის მიერ გავრცელებულ განცახდებაშია ნათქვამი, სუს-ს მმართველი გუნდისგან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ტერორიზმთან ბროლის რთულ საქმეში.

„საერთაშორისო ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მის ნებისმიერ გამოვლინებასთან უშეღავათო ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი ფუნქციაა. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩდა და წარმატებით ართმევს თავს ამოცანას, აქვს ჩვენი გუნდის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ასეთ გამოწვევებთან გვაქვს საქმე, ჩვენი ძალოვანი უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც ეყრდნობა ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ისინი მრავალსაათიანი სპეცოპერაციის დროს ცდილობდნენ ცოცხლად აეყვანათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დისლოცირებული ტერორისტული ჯგუფის წევრები, სადაც სამწუხაროდ, ერთი სპეცრაზმელი დაგვეღუპა და ოთხი დაიჭრა და მაშინაც, როცა აკავებდნენ ამ ჯგუფთან დაკავშირებულ პირებს თბილისსა და ახმეტის რაიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი სესიაშვილის ხაზს უსვამს, რომ დღეს სუს-მა გაასაჯაროვა მტკიცებულებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით და სხვადასხვა ხარისხით, ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში და ცხადყოფს იმ საფრთხის მასშტაბებს, რომელიც ქვეყანამ აიცილა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად.

„სამწუხაროა, რომ თემირლან მაჩალიკაშივილი მძიმედაა დაჭრილი. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ მის გადასარჩენად. ამ ფაქტთან დაკავშირებულ კითხვებზე და საზოგადოების ინტერესზე პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ გამოძიებამ, რომელიც უკვე დაწყებულია მთავარი პროკურატურის მიერ. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და მასთან ასოცირებული მედია, უნისონში ეწევიან ესოდენ მგრძნობიარე თემებით სპეკულირებას და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შეტევა მიაქვთ უსაფრთხოების სამსახურებზე, რაც ზიანს აყენებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის ეფექტურ განხორციელებას. მიუხედავად ასეთი პოლიტიკური თავდასხმებისა, ჩვენ ვრჩებით სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე და ვაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე დროს, დანაშაულთან ბრძოლის საქმეშიც ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტებისა. საზოგადოებას აქვს უფლება დასვას შეკითხვები, ხოლო ხელისუფლების ინტერესია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობა და ქვეყნის სტაბილურობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს