„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე პატრიარქს იუბილეს ულოცავს

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს.ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დიდი სიყვარულით და პატივისცემით დაბადების 85 წლისთავს ვულოცავ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ღვაწლმოსილ მამამთავარს, ჩვენი ქვეყნის მანუგეშებელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფე ილია მეორეს. თქვენი თითოეული სიტყვა სიხარულისა და იმედის მომნიჭებელია, თქვენ გვიძღვებით ქრისტესკენ სავალ გზაზე, თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, რომელმაც ერთი დიდი ეპოქა შექმნა. მრავალჟამიერი სიცოცხლე და მტერთა ზედა გამარჯვება მიანიჭე, უფალო, უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დიდსა მეუფეს მამასა ჩვენსა ილიას და დაიცევ იგი მრავალსა წელსა მრავალჟამიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა