„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე პატრიარქს იუბილეს ულოცავს

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დიდი სიყვარულით და პატივისცემით დაბადების 85 წლისთავს ვულოცავ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ღვაწლმოსილ მამამთავარს, ჩვენი ქვეყნის მანუგეშებელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფე ილია მეორეს. თქვენი თითოეული სიტყვა სიხარულისა და იმედის მომნიჭებელია, თქვენ გვიძღვებით ქრისტესკენ სავალ გზაზე, თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, რომელმაც ერთი დიდი ეპოქა შექმნა. მრავალჟამიერი სიცოცხლე და მტერთა ზედა გამარჯვება მიანიჭე, უფალო, უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დიდსა მეუფეს მამასა ჩვენსა ილიას და დაიცევ იგი მრავალსა წელსა მრავალჟამიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს