პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატარებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლეს

საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ პატარებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, შვილთან თემო მარგველაშვილთან ერთად, სასახლეში შშმ ბავშვებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებს, საერთაშორისო სამხედრო მისიებში მყოფ სამხედროთა და მეხანძრეთა შვილებს უმასპინძლეს. კონცერტში პარაორკესტრისა და შშმ ბავშვთა ჩართვა ღონისძიების კონცეფციიდან გამომდინარე გადაწყდა, რომლის დატვირთვაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების, მათი ინდივიდუალური განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების რეალიზაციის მხარდაჭერაა.

სტუმრებს პირველმა ლედიმ საახალწლო საჩუქარი მოუმზადა და საახალწლო ნაძვის ხის კონცერტზე, ბავშვებთან ერთად, სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის მომზადებული მუსიკალური ნომერი შეასრულა.

პრეზიდენტის სასახლეში ნაძვის ხის ზეიმზე მიწვეული ბავშვებისთვის გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ ჯგუფები: The Quintessence, "მზიური", ჯგუფი "რელიქვია", მედოლე ბავშვთა ანსამბლი "კავკასიონი", ვოკალის აკადემია და პარაორკესტრი.

პრეზიდენტის ნაძვის ხე 4-5 იანვარს გაიმართა.