მექა ხანგოშვილი - დარწმუნებული ვარ, თემირლან მაჩალიკაშვილს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ეს პირები აჰმედ ჩატაევის თანამებრძოლები არიან

დარწმუნებული ვარ, თემირლან მაჩალიკაშვილს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ეს პირები აჰმედ ჩატაევის თანამებრძოლები არიან, - ამის შესახებ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.

ხანგოშვილის შეფასებით, აღნიშნული კადრები რეალურ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. „ვაინახური მენტალიტეტის და ჩეჩნური ადათ-წესების მიხედვით ავხსნი... ნებისმიერი, განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსული ჩეჩენი ჩვენთვის არის სტუმარი და სამი დღის განმავლობაში ჩვენ არც კი ვეკითხებით, რა მიზნით არის ის მოსული. ადვოკატებმა გუშინ განაცხადეს, ჩატაევის თანამებრძოლები ორი წლის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ საქართველოში და მათ შორის პანკისის ხეობაშიც. თავისთავად შეიძლებოდა ისინი სტუმრის სტატუსით იყვნენ აქ ჩამოსულები და რა თქმა უნდა, ექნებოდათ ურთიერთობა ხეობის მცხოვრებლებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. ნებისმიერი ახალგაზრდა, ჩვენს ენაზე მოსაუბრე, ჩემს ოჯახშიც რომ მოსულიყო, სიამოვნებით გავუღებდი კარს და ეჭვიც კი არ შემეპარებოდა, რომელიმე ჩეჩენი თუ იქნებოდა ინტერპოლით ძებნილი ან ტერორიზმში ეჭმიტანილი. მე არ დამებადებოდა ამაში ეჭვი და მით უმეტეს 19 წლის ბიჭს, რომელიც ეხმარებოდა იმ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ აქვს, რომ ისინი ჩატაევის თანამებროძლები არიან“, - განაცხადა ხანგოშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის მთელი ხეობის მოსახლეობის 100% ემიჯნება ტერორიზმს და მასთან მიახლოებულ ყველა ქმედებას ერთმნიშვნელოვნად გმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა