სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ე.წ. მწვანე ზოლთან პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილმა მიიყვანა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ე.წ. მწვანე ზოლთან 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულმა ზურაბ გორნაკაშვილმა მიიყვანა, ხოლო ამავე სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ ერთი პირი - რუსლან ალდამოვი კი სხვა პირებთან ერთად მათ თბილისში საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფდა.

ამის შესახებ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

”გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მოიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გორნაკაშვილი დახმარებას თბილისშიც უწევდა ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას”, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისივე თქმით, ტერორიზმში ბრალდებულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

”გამოძიება 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომა 17-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აღნიშნა გიორგობიანმა.

როგორც ცნობილია, ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეზე სუს-მა სპეცოპერაციები ჯერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, 26 დეკემბერს კი პანკისის ხეობაში ჩაატარა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა