ნინო გიორგობიანი - ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულება არსებობს, რომელიც სასამართლოზე იქნება წარდგენილი

ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულება არსებობს, რომელიც სასამართლოზე იქნება წარდგენილი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა. მან ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩასა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ნინო გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და სწორედ აქედან გამომდინარე, სუსი საზოგადოებას პერიოდულად ინფორმაციას აწვდის. „ამ საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც სასამართლოზე იქნება წარდგენილი“, - დასძინა გიორგობიანმა.

კითხვაზე, რა მტკიცებულებებზეა საუბარი და არის თუ არა ეს აუდიოჩანაწერები, ნინო გიორგობიანის განცხადებით, წინა ბრიფინგზეც ითქვა, რომ არსებობს აუდიოჩანაწერებიც, კერძოდ, საუბარია უშუალოდ ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან ამოღებულ ჩანაწერზე, „სადაც ჩანს, რომ ისინი გეგმავდნენ ტერიტორისტულ თავდასხმებს დიპლომატიურ მისებზე თურქეთსა და საქართველოში“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა