მექა ხანგოშვილი - დარწმუნებული ვარ, თემირლან მაჩალიკაშვილს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ეს პირები აჰმედ ჩატაევის თანამებრძოლები არიან

დარწმუნებული ვარ, თემირლან მაჩალიკაშვილს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ეს პირები აჰმედ ჩატაევის თანამებრძოლები არიან, - ამის შესახებ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერების კომენტირებისას განაცხადა.

ხანგოშვილის შეფასებით, აღნიშნული კადრები რეალურ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. „ვაინახური მენტალიტეტის და ჩეჩნური ადათ-წესების მიხედვით ავხსნი... ნებისმიერი, განსაკუთრებით ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსული ჩეჩენი ჩვენთვის არის სტუმარი და სამი დღის განმავლობაში ჩვენ არც კი ვეკითხებით, რა მიზნით არის ის მოსული. ადვოკატებმა გუშინ განაცხადეს, ჩატაევის თანამებრძოლები ორი წლის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ საქართველოში და მათ შორის პანკისის ხეობაშიც. თავისთავად შეიძლებოდა ისინი სტუმრის სტატუსით იყვნენ აქ ჩამოსულები და რა თქმა უნდა, ექნებოდათ ურთიერთობა ხეობის მცხოვრებლებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. ნებისმიერი ახალგაზრდა, ჩვენს ენაზე მოსაუბრე, ჩემს ოჯახშიც რომ მოსულიყო, სიამოვნებით გავუღებდი კარს და ეჭვიც კი არ შემეპარებოდა, რომელიმე ჩეჩენი თუ იქნებოდა ინტერპოლით ძებნილი ან ტერორიზმში ეჭმიტანილი. მე არ დამებადებოდა ამაში ეჭვი და მით უმეტეს 19 წლის ბიჭს, რომელიც ეხმარებოდა იმ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ აქვს, რომ ისინი ჩატაევის თანამებრძოლები არიან“, - განაცხადა ხანგოშვილმა.

მისივე თქმით, პანკისის მთელი ხეობის მოსახლეობის 100% ემიჯნება ტერორიზმს და მასთან მიახლოებულ ყველა ქმედებას ერთმნიშვნელოვნად გმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს