სემეკმა გორში მოსახლეობისთვის მისული გაორმაგებული გადასახადის საკითხის შესწავლა დაიწყო

სემეკი გორში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “საქორგგაზის“ გორის სერვის-ცენტრის შენობასთან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აცხადებს, რომ კომისიაში დაწყებულია საკითხის მოკვლევა.

დღეს დაგეგმილია კომისიის წარმომადგენლებისა და ენერგოომბუდსმენის გორში ჩასვლა და არსებული ვითარების ადგილზე შესწავლა.

“კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაიცვას მომხმარებელთა უფლებები“, - აღნიშნულია სემეკის განცხადებაში.

გორში, „სოკარ ჯორჯია გაზის“ შვილობილი კომპანიის „გორი გაზის“ ხელმძღვანელის კაბინეტში გუშინ მოქალაქეთა ნაწილი შეიჭრა. ადგილობრივები ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას აპროტესტებდნენ. მოსახლეობის ინფორმაციით, დეკემბერში გაზზე „არარეალურად მაღალი“, თითქმის ორმაგი ოდენობის გადასახადი მიუვიდათ.

თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელი აქციის მონაწილეთა პროტესტს არ იზიარებს და მაღალი გადასახადების საფუძვლად რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, მათ შორის გაზის ტარიფის 0,46-დან 0.57-მდე გაზრდას და ტემპერატურის დაცემას.

„გორი გაზთან“ შეკრებილები გრიგოლაშვილის ყველა ამ არგუმენტს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გაორმაგებულ გადასახადს არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია. აქციის მონაწილეებმა ენერგოომბუდსმენსაც მიმართეს. სალომე ვარდიაშვილთან შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა